მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
ამჯერად, ჭალადიდის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ჩატარდა მათემატიკური კონკურსი მეხუთე და მეექვსე კლასებს შორის. ერთმანეთს ორი გუნდი მეხუთე კლასის - „მოაზროვნეები“ და მეექვსე კლასის „ვექტორი“ დაუპირისპირდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გუნდებს შორის საოცარი მღელვარება, გამარჯვების ჟინი, მოტივირებულობა და ჯანსაღი კონკურენცია თვალნათლივ შეინიშნებოდა.
„მოაზროვნეთა“ და „ვექტორის“ დაპირისპირება მეხუთეკლასელების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ ყოფილა ერთმანეთს გუნდის კაპიტნები- ანამარია გელენიძე („მოაზროვნეთა“ ლიდერი) და ნეკა გელენიძე („ვექტორის“ ლიდერი) შეეჯიბრნენ. აი აქ კი მეექვსეკლასმა მეხუთე კლასის გუნდის კაპიტანს აჯობა და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
„ორივე გუნდიდან გამოვლინდა ყველაზე დიდი გამარჯვებული - ერთმანეთის მეგობრობამ და სიყვარულმა გაიმარჯვა, ყოჩაღ ჩვენო ნიჭიერებო, გვიყვარხართ, გვეამაყებით და გვეიმედებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში