მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში შემოდგომას საზეიმო დღესასწაული „ოქროსფერი შემოდგომა“ მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ლამაზი საშემოდგომო ღონისძიებით გააცილა წელიწადის ეს ულამაზესი დრო.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, საშემოდგომო კუთხე მოაწყეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია წელიწადის ეს დრო.
„ლეჩხუმი რომ ულამაზესი კუთხეა ამაზე არავინ დაობს, თუმცა ჯონოულის ხეობას განსხვავებული სილამაზე აქვს. აქ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს. ამიტომ არ გასჭირვებიათ მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელთა თაოსნობით, ფერადი და ბარაქიანი შემოდგომის სურათის გაცოცხლება საორგანიზაციო ოთახში...
ისმოდა ლადოს, გალაქტიონისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსები..., რასაც ენაცვლებოდა ქართული სიმღერა...
მადლობა ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს ამ ლამაზი დღისთვის! მრავალი ბედნიერი შემოდგომა ჩემს სკოლას და სრულიად საქართველოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ
„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან გულწრფელები
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“