მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი:
მთელი გულით ვულოცავ „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“ ირაკლი ერაძეს გამარჯვებას. ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ პროექტის მიმართ, რომელიც ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას უწყობს ხელს, მოტივაციას უმაღლებს მათ, რაც შესაბამისად, სწავლის ხარისხის ზრდას განაპირობებს. განათლებული და ინტელექტუალური ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უპირობო გარანტიაა. „ბოლნისის ეტალონ მოსწავლეს“, მერიის გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში დაენიშნება ყოველთვიური 100-ლარიანი
სტიპენდია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი:
„ეტალონი“ არის საუკუნის პროექტი - მე ასე შევაფასებდი. ეს პროექტი მოსწავლეებს აძლევს ცოდნის წარმოჩენისა და მისი შეფასების საშუალებას. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში ჩართულნი არიან არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები და ხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი „ეტალონის“ პროექტში და ეს მათთვის დიდი სტიმულია.
ჩვენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქტიურად ვართ ჩართულნი ამ პროექტში და ყოველთვის ხელს ვუწყობთ და მომავალშიც „ეტალონის“ მხარდამჭერები ვიქნებით. რადგან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში და ინტეგრირდნენ ქართულენოვან მოსწავლეებთან ეს პროექტი კი სწორედ ამის პირობაა.
ძალიან დიდი მადლობა პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც თავისი კრეატიული იდეებით, ყოველთვის ზრუნავს, მოსწავლეთა განვითარებაზე და დიდი წვლილი შეაქვს მომავალი თაობის განათლებაში. დამეთანხმებით, რაც უფრო მცოდნე ახალგაზრდები გვეყოლება მით უფრო წარმატებული იქნება ქვეყანაც. თავის მხრივ უნდა აღვნიშნო რომ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეებს ვასწავლოთ და განვუმტიცოთ ქართული ენის ცოდნა და ამ მიზნით არაერთი პროექტს ვატარებთ, რომელში მონაწილეობასაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა იღებს და დღეს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ახალგაზრდა თაობამ ძალიან კარგად იცის ქართული და ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის. ხელი შევუწყოთ მათ, ამ ყველაფერში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იამზე სვანიძე:
„ეტალონი“ არის ძალიან ცნობილი პროექტი, რომელში მონაწილეობაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ძალიან უხარით ამ ინლექტექტუალურ ჩემპიონატში მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პროექტი ხელს უწყობს მზარდების ინტექლექტუალურ განათლებას, თვალსაწიერის გაფართოებას და უნარების წარმოჩენას.
ყოველ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სულ უფრო მეტი მონდომებით ერთვებიან პროექტში და სულ უფრო მეტი მოსწავლე იღებს „ეტალონში მონაწილეობას“
წელს მისასალმებელია, რომ მერვე კლასელი გახდა „ბოლისის ეტალონი მოსწავლე“. უნდა გითხრათ რომ შედგები და დონე ყოვლწლიურად უმჯობესდება რაც ძალიან გვახარებს. რა თქმა უნდა რესურსცენტრი ყოველთვის მიესალმება მოსწავლეების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობას და არაფრორმალური განათლების მიმართულებით მათ აქტიურ ჩართლობას.
რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:
ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ეს პროექტი, რადგან „ეტალონი“ არაჩვეულებრივ შანსს აძლევს მოსწავლეებს წარმოაჩინონ თავიანთი უნარ-ჩვევები, მოიპოვონ წარმატება და აღიარება.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი რომ ირაკლი გაიმარჯვებდა რადგან მერვე კლასელია და უფრო მეტად ვფიქრობდი ჩვენ სხვა მოსწავლე - სერგო ლომიძეზე, რომელიც მე-11 კლასშია, თუმცა ირაკლი არაჩვეულებრივი ბიჭია თავის ასაკობრივ ჯგუფში. ძალიან მცოდნე და ძალიან მოხერხებული, მარტივად შეუძლია მისთვის უცხო და უჩვეულო გარემოში ადაპტაცია, ცოდნის გამოვლენაც და მისი ტრანსფერირება.
ჩემპიონატის შემდგომ ირაკლისთან განვიხილავდი კითხვებს და როგორც მითხრა, იყო ისეთი საკითხები, რომელიც ნასწავლი არ ჰქონდა ჯერ, თუმცა გამორიცხვის მეთოდით შეძლო სწორი პასუხების გაცემა. როგორც გითხარით ძალიან მოხერხებული მოსწავლეა და შეუძლია ლოგიკური აზროვნებით სწორ დასკვნამდე მისვლა. ძალიან გვიხარია და ვამაყობთ ამ წარმატებით და იმედი გვაქვს, კიდევ არაერთხელ მოგვცემს ირაკლი ამ სიამაყის განცდის საშუალებას.
რატევანის საჯარო სკოლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ ირაკლი ერაძე:
ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და ეს გამარჯვება მოულოდნელად სასიხარულო იყო. ინტერესით ველოდები ფინალს, როგორც ვიცი დეკემბერში უნდა იყოს და იმედი მაქვს, შევძლებ ჩემი სკოლა კიდევ ერთელ ვასახელო. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირების კითხვებს, ზოგადი კითხვები იყო, ძირითადად განვლილი და მიმდინარე მასალა იყო. ვფიქრობ, რომ თუ კარგად სწავლობ აუცილებლად მიიღებ სასურველ შედეგს და წარმატებასაც მიაღწევ.
ასევე იხილეთ:
2022 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ბოლნისი
„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები, გამოცოცხლდნენ, გახალისდნენ“- ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსის I ეტაპი გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა