მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად სკოლის, მეხუთეკლასელებმა, ინგლისური ენის პედაგოგ ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ გამართეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და სომხურად. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი, მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი.
მრავალფეროვანი ღონისძება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში