სიახლეები
სკოლები

პერევის საჯარო სკოლასთან შერწყმული ჯრიის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე
21-11-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლასთან შერწყმული ჯრიის დაწყებითი სკოლის პედაგოგებმა - ნანა მაკასარაშვილმა და ლალი სერგეევამ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზეს.

მათ შეხაშურის წყალვარდნილის გასაცნობად ლაშქრობა გამართეს. მის მიმდინარეობაში მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც მონაწილოებდნენ. დრო ყველამ სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარა.

აქტივობის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ასევე მშობლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და მოტივაციის ამაღლება იყო. 

დირექცია, დიდ მადლობას უხდის პედაგოგებს ნანა მაკასარაშვილს და ლალი სერგეევას გაწეული შრომისათვის. ასევე, მშობლებს თანამონაწილეობისათვის და გვერდში დგომისათვის. 

„თუ რატომ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვით, ამათ თავად გვიამბობენ: ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად ხასიათდება, როგორც „დაბალანსებული ცხოვრება“, რომელშიც ადამიანი აკეთებს „გონივრულ არჩევანს“ აქედან გამომდინარე, ცხოვრების წესის საბოლოო განმარტება შემდეგია: ინდივიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, რომელსაც სრული კონტროლი აქვთ.
შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ლაშქრობამ შედეგი გამოიღო, მოსწავლეებს მყარად და საფუძვლიანად ჩაუჯდათ გონებაში, ის რაზეც პედაგოგები ესაუბრებოდნენ.
გისურვებთ ჯანსაღ, სუფთა და დაცულ გარემოში ცხოვრებას, რომელსაც ჩვენი აღსაზრდელები გვპირდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება