მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში „ნორჩ მათემატიკოსთა“ კლუბი წარმატებით ფუნქციონირებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრები აქტიურად მუშაობენ. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სთავაზობენ სახალისო მათემატიკურ თავსატეხებს, ანებივრებენ მათ მიერ მოფიქრებული ამოცანებით, აგროვებენ „ბონუს-ქულებს“, რომლებიც გადაცვლადია. მათ ქულების გარკვეული რაოდენობით სხვადასხვა სასკოლო ნივთის აღება შეუძლიათ.
ნოემბრის თვეში მათ ტორტიც დაიმსახურეს. მოსწავლეები თანამშრომლობენ სხვა საგნის მასწავლებლებთანაც.
ახლო მომავალში იგეგმება სპორტისა და მათემატიკის ინტეგრირებული შეჯიბრი.
„იელის სკოლის მასწავლებლები მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ და ყოველთვის მხარს უჭერენ მოსწავლეების ასეთ საინტერესო ინიციატივებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ
„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან გულწრფელები
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან