ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში „მოგზაურთა კლუბი“ დაფუძნდა
22-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე, ისტორია-გეოგრაფიის მიმართულებით, „მოგზაურთა კლუბი“ შეიქმნა.
მისი დაარსების მიზანია სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა; მოსწავლეთა დაინტერესება ისტორიით და გეოგრაფიით; მოსწავლეთა დაინტერესება ისტორიული ფილმებით და წიგნებით; წარსული და თანამედროვე მოვლენების კრიტიკული გააზრების, ანალიზის და შეფასების უნარების განვითარება, თეორიული ცოდნის, ლოგიკური აზროვნების, დისკუსიის უნარების გამოვლენა, განვითარება; პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება; პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება; წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება; სხვადასხვა ისტორიული აქტივობების (მუზეუმები, ექსკურსიები, კონკურსები) დაგეგვმა - განხორციელება; სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა; მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ჩატარდა კლუბის პირველი შეხვედრა, რომელიც საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას ეხებოდა. შეხვედრას VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
აირჩიეს კლუბის თავმჯდომარეც, ის Xა კლასის მოსწავლე - მარიამ ბექელაძეა. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა საორგანიზაციო ჯგუფი - თითოეული კლასიდან ერთი მოსწავლე: პავლე დავითულინი, მარი მიქაძე, ანასტასია ჩაკვეტაძე, ელენე გურგენაძე, ნია რობაქიძე, ანი სულამანიძე, ანი მიქაძე.
კლუბის საქმიანობაზე პასუხისმგებელია საორგანიზაციო ჯგუფი, კლუბის კურატორი მასწავლებელი და დამფუძნებელი პედაგოგები.
„მოსწავლეებს მიეცად დავალება იმუშაონ კლუბის ლოგოსა და დევიზზე. კლუბის წევრების მიერ ერთობლივად შერჩეული იქნა პირველი აქტივობისთვის თემა: „დაკარგული ქალაქი-მაჩუ პიქჩუ“. გადანაწილდა აქტივობები პრეზენტაციების წარმოსადგენად.
ვფიქრობთ საკლუბო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიური და სოციალური უნარების განვითარებას, ორგანიზაციული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მისცემს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და განიხილონ მათთვის საინტერესო საკითხები. ასევე, აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას კლასგარეშე და სასკოლო აქტივობებში. ხელს შეუწყობს მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების და ინფორმირების მიღების შესაძლებლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.