მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ცენტრის თანამშრომლებს 20 წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა პანდემიის პერიოდში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, როდესაც ქვეყნების უმრავლესობამ პანდემიის პირობებში უარი თქვა მსგავსი მასშტაბის გამოცდების ჩატარებაზე, ცენტრმა უმოკლეს დროში სრულიად შეცვალა გამოცდების ორგანიზების პრინციპი და თითქმის ყველა სესია ორჯერ ჩაატარა, რათა კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებსაც ჰქონოდათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცენტრის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით, ქვეყანაში გამოცდები იმ პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა და თითოეული გამოსაცდელისთვის უზრუნველყო სრულფასოვანი და უსაფრთხო აკადემიური გარემო.
მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას საგამოცდო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა მასწავლებლებს. პირველად ჩატარდა არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის ორი ახალი გამოცდა – აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის და სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა საგნის გამოცდები. შედეგად, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია