თბილისის N60 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
22-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N60 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარა.
გაკვეთილს მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან ერთად ესწრებოდნენ, ისინი აქტივობებში უდიდესი მონდოიმებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიიღეს:
ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები;
ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები;
მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;
რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე";
რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე;
რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს;
პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრობლემა;
როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;
ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;
მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნახეს და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს. სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და ცხოველების მეგობრის სტატუსი მიანიჭეს.