მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
1️9 ნოემბერს, მესამეკლასელები ბათუმის ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ეწვივნენ.
საგანმანათლებლო პროგრამის - „ბუნების სურათები“ ფარგლებში - მოსწავლეები გაეცნენ ილიას პოეზიას.
ლექსის -„გაზაფხული“ შინაარსის მიხედვით, შეეცადნენ თავიანთ ნახატებში აესახათ ბუნების სილამაზე. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია.
ამის შემდეგ კი მესამეკლასელები ესტუმრნენ ქემალ თურმანიძის მიერ დაფუძნებულ კერძო ეთნოგრაფიულ მუზეუმს - „ბორჯღალო“, სადაც დაათვალიერეს აჭარის რეგიონისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა მაკეტები და ნახეს 62 მანეკენი, რომლებიც აღნიშნული რეგიონი მცხოვრებთა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და ტრადიციებს წარმოგვიდგენენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო ორივე მუზეუმში სტუმრობა.
პროგრამას უძღვებოდა კლასის ხელმძღვანელი ნარგიზ გაბრუშიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში