სიახლეები
სიახლეები

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონში ცვლილებები შედის
23-11-2022
-
+


ზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

კანონპროექტის მიღება გამოწვეულია სპეციალური მასწავლებლების მიმართ ამჟამად არსებული საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის, პირის/მოსწავლის სკოლაში და სკოლიდან ტრანზიციის პროცესისდარეგულირების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისრეგულაციების, სკოლაში მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში დასაქმებული ფსიქოლოგებისპროფესიული სტანდარტების შექმნის საჭიროებიდან.

კანონპროექტი ცვლილებებს/სიახლეებს ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:

წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვისკანონით დადგენილი მოთხოვნები და ხდება უფრო მრავალფეროვანი, მოიცავს უფრო მეტალტერნატივას, რაც მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას დასაქმდეს სკოლაში ამ სტატუსით. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, რაც ზრდის სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას.

ცვლილების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითდადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადიგანათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებულიჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ანმოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდესსპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო  პროგრამა ან ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული ჰქონდესსპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისმიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხიდა ჩაბარებული ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლისგამოცდა ან მოპოვებული ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლოპროგრამის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა და მასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება. დეტალები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება