მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები, დირექტორ ლიანა პილტოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, 18 ნოემბერს, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გამართული შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“.
ღონისძიებაში მე-5, მე-6 და მე- 7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, ცეკვით გამოეხმაურნენ შემოდგომის ბარაქიანობას. სააქტო დარბაზში მოაწყვეს გამოფენა შემოდგომის სურათებით, რომლებიც ამავე კლასის მოსწავლეების ხელით იყო შექმნილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ
ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები