მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა მესამე წელია ახალი სკოლის მოდელში ჩართულია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასაკოლო პროექტში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა". რაიონულ ფორუმზე მათმა პროექტმა გაიმარჯვა, შემდგომ კი რესპუბლიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ და იქაც წარმატებას მიაღწიეს.
ახალ სასწავლო წელს კი სკოლის პროექტია „კულტურული მრავალფეროვნება“. ამ პროექტის ერთ-ერთი საკითხია ტოლერანტობა, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ისტორიის მასწავლებელს მაია გორელიშვილს. სკოლაში ჩატარდა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით კვირეული. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო, რომელსაც ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ხელმძღვანელობს. ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით და მათი ხელშეწყობით გასვლითი შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლასთან მოეწყო.
მოსწავლეებმა ჩაატარეს გაცვლითი ღონისძიება, გაიმართა პრეზენტაცია, წაიკითხეს ესეები, შეასრულეს ნახატები, რომელთა თემაც ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და ტოლერანტობა იყო.
„ჩვენი სკოლის სასკოლო პროექტი გრძელდება წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვართ ამ პროექტშიც წარმატებები გვექნება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ
ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები