დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სათნოების სახლს ესტუმრნენ
22-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივ აქტივობებში აქტიურად მონაწილეობენ.
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის პროექტის - „მოხალისეობა წარმატებული მომავლისთვის" - ფარგლებში, განახორციელეს მოხალისეობრივი კამპანია - ესტუმრნენ ბოლნისის სათნოების სახლს.
მოსწავლეები დაეხმარნენ იქ მომუშავე პერსონალს საკვების გაცემის პროცესში. მოხუცთა სახლში ჩაატარეს მინი ღონისძიება, საჩუქრად გადასცეს ოთახის მცენარეები, სახლის ბენეფიციარებს გაუმასპინძლდნენ ლანჩითა და ტკბილეულით.
პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
„ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მოხალისეობრივი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის. რაც უფრო მეტ მოხალისეობრივ კამპანიაში ჩაერთვებიან, შეძლებენ თავიანთი წვლილი შეიტანონ სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.