სიახლეები
სიახლეები

რა იცვლება ბაღებში 2023 წლიდან - დეტალები
24-11-2022
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტ ასაჯაროებს. დოკუმენტში საუბარია, როგორ სკოლების, პროფესიულებისა და უმაღლესების, ასევე სკოლამდელი დაწესებულებების მიმართულებით ჩასატარებელ აქტივობებზე:

როგორც ცენტრი აღნიშნავს, დანერგილია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებს ეროვნულ თავისებურებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შემდეგ აქტივობებს ჩაატარებს 2023 წელს.

იგეგმება: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესის შემუშავება/წარდგინება - 2023 წლისაპრილისთვის შემუშავებული იქნება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს დაკომპლექტებას

დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება - აღნიშნული მიზნით ჩატარებდება არანაკლებ 1 ტრენინგი/სემინარი, რომელიც ფარავს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ შინაარსობრივ საკითხებს და ავტორიზაციის დროებითი წესით დადგენილ პროცედურებს

ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან დაწესებულებების შესაბამისობის კითხვარების შემუშავება - 2023 წლის მარტისთვის შემუშავებული იქნება 3  ინსტრუმენტი/კითხვარი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების შეფასებას სტანდარტის შესაბამის კომპონენტთან მიმართებაში

დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის შემუშავება - 2023 წლის პირველ 4 თვეში შემუშავებული უნდა იქნება დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი, რომელიც ფარავს ადრეული ან/და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებს, გამოცემულია არანაკლებ 2200 ეგზემპლარი და მიწოდებულია დაწესებულებებისთვის/ მუნიციპალიტეტებისთვის

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შერჩევის წესის დამტკიცება - 2023 წლის პირველ 4 თვეში უნდა დამტკიცეს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შერჩევის  წესი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების შერჩევას

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება - ფორმირდება ექსპერტთა კორპუსი, რომელიც შედგება არანაკლებ 50 წევრისგან და აერთიანებს ოთხივე მიმართულების (ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმის, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების)  ექსპერტს

დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება - დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა პილოტირებული უნდა იყოს არანაკლებ 5 დაწესებულებაში

დაწესებულების თვითშეფასების პროცესის განხორციელება -  თვითშეფასება განხორციელებული უნდა იყოს  არანაკლებ 1300 დაწესებულების მიერ

დაწესებულების თვითშეფასების შედეგების ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება - შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებების რანჟირებას ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების დონეების შესაბამისად


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება