სიახლეები
სიახლეები

მარნეულის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მაჟორიტარ დეპუტატს საპატიო დიპლომები გადაეცათ
22-11-2022
-
+


უნიკალური სახელმძღვანელო, „პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით იმისთვის შეიქმნა, რათა მომავალმა მოსწავლეებმა „ცოდნის ტაძარში“ შესვლამდე მიიღონ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ განათლებაში მყარი საძირკვლის როლს შეასრულებს.

უნიკალური წიგნი-რვეული, რომელმაც შემეცნებით, სახალისო და რაც მთავარია, მაღალპროფესიულ დონეზე შედგენილი დავალებებით, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა.

„პირველკლასელთა აკადემიის“ ქართულმა გამოცემამ და წიგნი-რვეულის ადაპტირებულმა ვერსიამ აზერბაიჯანულენოვანი ოჯახებისთვის, უკვე დაიკავა საპატიო ადგილი პატარა მარნეულელი მოსწავლეების პირველ წიგნებს შორის. ეს მნიშვნელოვანი საჩუქარი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუკეთა. 
სწორედ ამიტომ „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი მარნეულის მერიას ესტუმრა და მარნეულის მერს კენან ომაროვს, საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს და მაჟორიტარ დეპუტატს ზაურ დარგალს სპეციალური დიპლომები გადასცა.

საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის და სახელწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს კენან ომაროვს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის მერის“, ამირან გიორგაძეს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის“ და ზაურ დარგალს „საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის“ ტიტულები საზეიმოდ მიენიჭათ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება