მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ნინო ედიბერიძემ და ნაირა გეტმანენკომ, მკითხველთა კლუბში მოსწავლეებს ოტია იოსელიანის ნაწარმოებები გააცნეს.
მოეწყო ერთობლივი განხილვა, ბიბლოთეკასთან ერთად, გამოუშვეს კედლის გაზეთი, ესტუმრნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, სადაც ბავშვებმა აჩვენეს მცირე წარმოდგენა - „ოტია მართალი კაცი“.
ოტია იოსელიანის ნაწარმოებების გაცნობა მოსწავლეთათვის იყო საინტერესო, დამაფიქრებელი და შთამბეჭდავი, შეხვედრები კი ნაყოფიერი და სასიამოვნო.
„მუზეუმში გვიმასპინძლეს მწერლის ღირსეულმა შთამომავლებმა ბავშვებისთვის საყვარელმა ზღაპრის გმირმა დაჩი იოსელიანმა და შვილიშვილმა ოტია იოსელიანმა, ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში სტუმრობამ, მათ უფრო ახლოს გაიცვნეს ჩვენი რაიონის მკვიდრი გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი ოტია იოსელიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი ითვალისწინებდა ექიმის და ფსიქოლოგის ჩართულობას