წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ
24-11-2022
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლას მოსწავლეთა წინსვლასა და მოტივირებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს.
ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პედაგოგი მე-3 კლასის დამრიგებელი მარიკა ფიფიაა. მისი სასკოლო მოღვაწეობა სრულიად ორიენტირებულია მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაზე. მასწავლებელი სკოლის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად და დაუღალავად მოღვაწეობს და ენერგიას არ იშურებს მოსწავლეებს განუვითარდეთ სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო და აუცილებელი უნარები. მარიკა ფიფიაა მრავალ საინტერესო ღონისძიებას უწევს ორგანიზებას, რომელიც მოსწავლეებისთვის უდავოდ წარმატების საწინდარია.
პედაგოგი რუსუდან შონია ხელოვნების მასწავლებელი, ფერების საშუალებით, მოსწავლეებს ეხმარება სულიერი, ესთეტიკური განწყობა შექმნან, პედაგოგის გაკვეთილები თუ სასკოლო ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს მოზარდებმა აიმაღლონ სახელოვნებო განათლება და დახვეწონ შემოქმედებითი უნარები, რაც ზრდის სწავლების ხარისხს და გემოვნება უყალიბებს მათ.
მასწავლებელი ქვათი ჯოლოხავა კი, მუსიკის საშულებით, აფერადებს მოსწავლეების სულიერ სამყაროს, მუსიკის გაკვეთილები მე-3 კლასში თეატრალურ ღონისძიებად გადაიქცა, ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებისა (პედაგოგი მარიკა ფიფია) და მუსიკის სინთეზმა საგაკვეთილო გარემო სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.