მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი გაიხსნა.
ბარელიეფის გახსნის ცერემონიას მწერილის შვილიშვილები - ლელა და ნინო რაზიკაშვილები, პოეტი ტარიელ ხერხელაური, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, რუსთავის სკოლების დირექტორები და პედაგოგები, ფონდი „გურული დღიურების“ დამფუძნებლები, გიორგი კეკელიძის ხელმძღვანელობით, ი. ჯავახიშვილის სახელობისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ამაღლებულმა ვაჟასეულმა მუხტმა საარწივოში გადაინაცვლა, ჩარგალმა 23-ე სკოლის „ვაჟაელები" გულში ჩაიკრა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს