მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას თუ აქტივობას სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის წევრები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
მათ შორის, 22 ნოემბერს კლუბის წევრებმა გამწვანების აქცია განახორციელეს. მოსწავლეებს მხარდაჭერა „ქობულეთის გამწვანების“ სამსახურმა გაუწია, დაირგო ფიჭვის ნერგები.
ასევე, სკოლაში მოეწყო მეორადი მასალებისგან შექმნილი ნაკეთობების გამოფენა. მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენაში სკოლის ხელოვნების მასწავლებლები ჩაერთვნენ.
„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურმა სკოლას მხოლოდ პლასტმასის ბოთლებისთვის გამოუყო ურნა, სადაც სკოლა პლასტმასის შეგროვებას და მეორადი გადამუშავებისთვის შესაბამის ორგანიზაციისთვის გადაცემას შეძლებს.
აღნიშნული ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორობით პროექტის - „ეკო გარემო ჩემი უფლებაა“ ფარგლებში გაიმართა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ
ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები