ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი გელაძე, ნიკა გელაძე და ნატა ღორჯომელაძე საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობენ
24-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში დიდი ინტერესით ერთვებიან.
VIII კლასის მოსწავლე ნინი გელაძე, X კლასის მოსწავლე ნიკა გელაძე და XI კლასის მოსწავლე ნატა ღორჯომელაძე პროექტში - „მოხალისე წყლის ადვოკატები“ მონაწილეობენ. მას ჰელფინგ ჰენდი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ახორციელებს.
მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოზარდების უფლებების დაცვა და ხელშეწყობა უსაფრთხო სასმელ წყალთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში მოზარდი მოხალისეები იღებენ შესაბამის ცოდნას უსაფრთხო წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ძირითად საკითხებზე და ადვოკატირების პრინციპებსა თუ ინსტრუმენტებზე, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემში/სკოლებში აღმოაჩინონ არსებული პრობლემები და აწარმოონ ადვოკატირების კამპანიები, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ასევე დაიცვან უსაფრთხო ჰიგიენისა და სანიტარული ნორმები.