მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის პირველ ტურში სკოლიდან - მარიამ საბიაშვილი და ანი ბერუაშვილი მონაწილეობდნენ. ორივე მათგანს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა. ამასთან, ანი ბერუაშვილი მეორე ეტაპზე გადავიდა და გორის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.
22 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონის“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე გორის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი, დღეს 25 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება. კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
სკოლაში პედაგოგს კარიერულ წინსვლას ულოცავენ
ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად?
როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები