მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მშობლიურ სკოლაში დირექტორად მიბრუნებულმა პირველი, ვისზეც იზრუნა, ერთმუშტად შეკრული კოლექტივია. Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა - შევქმენი გუნდი, რომელსაც ერთი სული, ერთი გული აქვს და რომელიც უზრუნველყოფს ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში უსაფრთხო გარემოსო.
ნანა მენაბდე ისტორიის პედაგოგია და მიაჩნია, რომ საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად ჩამოყალიბება სწორი ნაბიჯი გახლდათ; მოსწონს დირექტორების სტანდარტი და ისიც, რომ სკოლებს მუდმივად უწევთ ცვლილებებთან ადაპტირება - სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევო, ამბობს და იმასაც გვიმხელს, რომ ემხრობა მოსწავლე-მასწავლებლებს შორის სახეცვლილ ურთიერთობებს - „დღეს პედაგოგები მოსწავლეებს მეტად უსმენენ და ასეც უნდა იყოს“, - აცხადებს ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, ინტერვიუს კი ერთგვარი შეჯამებით იწყებს.
- ქალბატონო ნანა, როგორ დაიწყო სასწავლო წელი თქვენს სკოლაში და კმაყოფილი თუ ხართ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით?
- ვაღიაროთ, ონლაინ-სწავლების შემდეგ, დასწრებით რეჟიმში სასწავლო პროცესის განახლებამ დაგვანახა, რომ ბავშვები ამოვარდნილნი არიან კალაპოტიდან, თუმცა მოხარული ვარ, რომ მცირე დროში, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდით.
- სასწავლო დანაკარგები არსებობს?
- რა თქმა უნდა, იყო და არის - დიდი ძალისხმევა სჭირდებათ პედაგოგებს, რათა სასწავლო დანაკარგები აღმოიფხვრას; ამას დამატებითი დამატებითი მუშაობა სჭირდება და დარწმუნებული ვარ, მუხლჩაუხრელი შრომით, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.
- ვის უფრო მეტად შეეხო ონლაინ-სწავლება - მოსწავლეებს თუ მასწავლებლებს?
- ...სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მიუხედავად ყველა გამოწვევისა, მასწავლებლები ცდილობდნენ, ჰქონოდათ კომუნკაცია ბავშვებთან, მიეცათ დავალებები, აეხსნათ ახალი მასალა, რათა ბავშვები არ ჩამორჩენოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას...
- სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტრომ არაერთი სიახლე შესთავაზა სკოლებს: ჭადრაკის სწავლება პირველ კლასში სავალდებულოა, საქართველოს ისტორია ცალკე საგნად ჩამოყალიბდა, ასევე არის პროექტებით სწავლება... რამდენად მომზადებული შეხვდა თქვენი სკოლა ამ ყოველივეს?
- ჭადრაკის სწავლება ჩემი ოცნება იყო... ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბავშვების განვითარება აუცილებლია.
- რეალურად თუ არიან გამოირჩეულები ის მოსწავლეები, ვინც ჭადრაკს სწავლობს?
- ჯერ სწავლობენ... ხომ გსმენიათ, წიწილების შემოდგომით ითვლიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები გამორჩეულები იქნებიან.
რაც შეეხება ისტორიის სწავლებას - მოხარული ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ისტორია ქართველმა ბავშვმა განსაკუთრებულად უნდა იცოდეს, მასწავლებელმა კი თითოეულ მოსწავლეს უნდა გაუთავისოს დავით გურამიშვილის შემდეგი სიტყვები: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“... სასწავლო პროცესში ჩადებული უნდა იყოს პატრიოტული სულისკვეთება და გურამიშვილის ეს სიტყვები დაკავშირებულია სწორედ საქართველოს ისტორიასთან; ამიტომ, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.
პროექტებით სწავლებაც ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს, აქტიურად არიან ჩართულები დაგეგმარებაში, გზამკვლევიც მოვიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა გადაწყვტილება აუცილებლი და საჭირო იყო.
- ადვილი არ არის, სკოლამ ფეხი აუწყოს ყველა სიახლეს რეფორმის ფარგლებში... თქვენი აზრით, რამდენად სასურველია ამდენი ცვლილება?
- სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და თუ ამ გამოწვევებისთვის, ამ სიახლეებისთვის არ არის მზად, მაშინ ფაქტობრივად მას წარმატება არ ექნება.
- სკოლის წარმატების ინდიკატორი რა არის?
- ერთ-ერთი ფაქტორია ძლიერი გუნდი, ლიდერი დირექტორი, რომელსაც, დიდი ილიას სიტყვებით ვიტყოდი, ერთი სული და ერთი გული აქვს და ზრუნავს, სკოლაში იყოს კეთილგანწყობილი, უსაფრთხო გარემო, რაც ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, პრიორიტეტია. ასეთ გარემოში ხდება მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბება და ვითარდება მასწავლებელიც.
- მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიღწევები თუნდაც გამოცდებზე... მეტყველებს თუ არა, რამდენად წარმატებულია სკოლა?
- ეროვნული გამოცდები არის შედეგი იმისა, თუ რა აკეთა მოსწავლემ 12 წლის განმავლობაში სკოლაში, თუმცა ამას ახლავს რეპეტიტორთა სისტემაც.
- რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა და უკვე დაბალი საფეხურის მოსწავლეებიც ემზადებიან...
- ნამდვილად ასეა... რასაც ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა ეს რეპეტიტორებიც ხომ სკოლის პროფესიონალი პედაგოგები არიან?!
- სკოლის ლიდერი ახსენეთ... ახალი სტანარტი მოგწონთ?
- მომწონს, უფლებების დაცვა, ადამიანური, მატერიალური, ფინანსური რესურსების მართვა, კოლეგების მხარდაჭერა... ეს ყველაფერი ისედაც იყო.
- ახალი არაფერია დოკუმენტში, ქალბატონო ნანა?
- სიახლეა სასკოლო კურიკულუმების შემუშავება და ხარისხის მართვის ჯგუფი, რასაც მივესალმები. ადრე მხოლოდ სასწავლო ნაწილი და დირექტორი ერთვებოდა გაკვეთილებზე, მაგრამ ახლა კათედრების წევრები ესწრებიან, ხდება უკუკავშირი და მასწავლებლები მეტად ორგანიზებულები, მოტივირებულები არიან. ერთი მენტორი მასწავლებელი გვყავს, ბევრი - წამყვანი...
- სტატუსიანი მასწავლებელი არის თუ არა სკოლის დირექტორის სიამაყის საფუძველი?
- რა თქმა უნდა! და როდესაც გამოცდები დაიწყო, მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ პირველები თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით ამ კუთხით.
- დირექტორის გამოცდაზე თუ აპირებთ გასვლას?
- გამოცდის ჩაბარება მე არ მიწვეს, თუმცა მიმაჩნია, რომ აუცილებელია ბარდებოდეს ტესტირება. იმედია, ახალგაზრდა კადრები წარმატებით ჩააბარებენ და თაობათა ცვლაც მოხდება.
- რაც საკმაოდ მტკივნეული პორცესია, როგორ შეეგუებით?
- გათავისებული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ თანამდებობა ახალგაზრდა თაობას უნდა დაუთმო.
- თქვენზეც გვიამბეთ, რა გზა განვლეთ დირექტორობამდე?
- დავამთავრე ქობულეთის N3 საჯარო სკოლა, რომლის დირექტორიც ახლა ვარ, მასწავლებლობა ბავშვობიდან გადავწყვიტე, ვმუშაობდი ისტორიის პედაგოგად და მინდა აღვნიშნო, ჩემი ბავშვობა თანამედროვეობისგან რადიკალურად განსხვავდება...
- რას გულისხმობთ?
- ადრე თუ მოსწავლე უსმენდა მასწავლებელს, ახლა მასწავლებლები ვუსმენთ მოსწავლეებს და ასეც უნდა იყოს. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მასზე შეგტკივა გული და მისი მეგობარი ხარ; ჩემი დევიზია - ბავშვთან ურთიერთობა და პედაგოგებთან კოლეგიალობა!
- მოგწონთ ეს სახეცვლილი ურთიერთობები?
- მომწონს... მიყვარს საუბარი ახალგაზრდებთან, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ გაინტერესებს ის, მეგობრული ტონია საჭირო და არა მბრძანებლური - ასეთი დამოკიდებულებით მასწავლებელი ბევრს მიაღწევს.
- როგორ უნდა შეაყვაროთ საგანი მოსწავლეებს, თქვენეული ხრიკი გაქვთ?
- კომუნიკაცია, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური... სითბო უნდა მოდიოდეს, მთავარია, კლასში შექმნა კეთილგანწყობილი გარემო.
- ბავშვს თუ საგანი არ უყვარს, ეს მასწავლებლის ბრალია?
- ნამდვილად... ბავშვთან მასწავლებელმა უნდ გამონახოს საერთო ენა, გაიცნოს იგი და დააინტერესოს. მკაცრი არა, თუმცა მომთხოვნი ვარ, სხვაგვარად არც შეიძლება - სკოლა, ეს ბავშვია, ეს მომავალია და ხელშემშლელ გარემოში ვერ ვიქნებით შედეგეზე ორიენტირებულები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...