მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენის მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ.
16 ნოემბერს, სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ მზია თხილაიშვილთან ერთად, შემოდგომას ღონისძიება - „ოქროსფერი სამოთხე“ მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საკუთარ ეზოში შეაგროვეს ხილი, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და შემოდგომის კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს სცენა - „მარადმწვანე ხე“, წაიკითხეს ლექსები და ფრაზები და გამონათქვამები შემოდგომაზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„საფრთხის დონე მაღალი“ - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს