სიახლეები
სიახლეები

„თამამად ვიტყვი - უსაფრთხოების სტანდარტები ჩვენთან უმაღლეს დონეზეა“ - კომპანია, რომელიც სტუდენტებს მძიმე ტექნიკის ოპერირებას ასწავლის
28-11-2022
-
+


უსაფრთხოება მშენებლობაზე, ტექნიკის მაღალი ხარისხი და კვალიფიციური კადრები, რომლებმაც ზუსტად იციან, სწორად როგორ მართონ მძიმე ტექნიკა... - კომპანია „ელიტ მოტორსი“, რომელიც თითქმის 15 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ყველა ამ გამოწვევას სათანადოდ პასუხობს.

რა მიდგომებით ასწავლიან სტუდენტებს მართვას და რა სახის მძიმე ტექნიკა შემოაქვთ საქართველოში, etaloni.ge-ს „ვოლვოს“ ბრენდ-მენეჯერი, ლაშა ვაჩეიშვილი ესაუბრება:

- ჩვენი კომპანია 2008 წელს დაარსდა - საქართველოში ვყიდით სამშენებლო ტექნიკას, ასევე სხვადასხვა სახის დანადგარს - გენერატორებს, კომპრესორებს, ძრავებს, ინდუსტრიულ დანადგარებს... ვართ „ვოლვო კონსტრაქშენის“ ოფიციალური დილერები და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ტექნიკა არის მაღალეფექტური, მოითხოვს კარგ ოპერირებას, ასევე კარგ მოვლას, რათა დიდხანს გაძლოს...

2014 წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება „ორიქსთან“ - ესაა სიმულატორების შვედური კომპანია, რომელიც სხვადასხვა ბრენდებს უმზადებს მანიპულატორებს; მოხარული ვარ, რომ 2014 წელს, პირველებმა შემოვიყანეთ მუხლუხა ექსკავატორის ტრენაჟორი, რომელიც შექმნილია კუნთის მეხსიერების სისტემაზე  და 22-ტონიანი ექსკავატორის ზუსტი ანალოგია.

- გვითხარით, ეს ტექნიკა კარგ ოპერირებასა და კარგ მოვლას საჭიროებსო... ეს კი შესაბამის ცოდნას მოითხოვს.

- ჩვენთან ოპერატორს შეუძლია, თავიდან ბოლომდე შეისწავლოს ტექნიკის აგებულება, ფუნქციონირება და ასევე ისწავლოს, როგორ მოუაროს ტექნიკას; გვაქვს ფრონტალური დამტვირთველის შესწავლისა და კიდევ ორი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ავროამწის და კოშკურა ამწის მართვის შესწავლას.

ჯერჯერობით, მხოლოდ ეს ოთხი აპარატია, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ ახალი აპარატების შეძენას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი სტუდენტების ცოდნა და შევძლოთ უფრო მეტი აპლიკანტის მიღება.

- ბატონო ლაშა, სამწუხაროდ, ხშირია უბედური შემთხვევა მშენებლობებზე... რამდენად არის თქვენი ტექნიკა ამ მხრივ გამართული და თუა დაცული ოპერატორის უსაფრთხოება?

- ჩვენ ვართ „ვოლვოს“ ოფიციალური დილერები და მათი დევიზია „უსაფრთხოება“; სწორედ „ვოლომ“ შექმნა უსაფრთხოების ღვედი... თამამად ვიტყვი - უსაფრთხოების სტანდარტები ჩვენთან უმაღლეს დონეზეა, ვიყავით BP-ს ქვეკონტრაქტორი კომპანია და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.

ტექნიკა, რომელსაც ვუკვეთავთ, აღჭურვილია „რობს ფობსით“ - ეს კი ნიშნავს, რომ თუ რაიმე დაეცა ოპერატორის კაბინას ან გადაყირავდა, არ დაზიანდება.

- სტუდენტების მხრიდან თუ არის ტექნიკის ოპერირების სწავლის მოთხოვნა და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ სწავლის მურველები?

- ჩვენთან სწავლება არის ინდივიდუალური... განსაკუთრებული მოთხოვნები არ გვაქვს, ნებისმიერს შეუძლია, შეისწავლოს მძიმე ტექნიკის ოპერირება... შეიძლება ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი მართვის მოწმობა, მაგრამ არ იცოდეს მართვა, ჩვენ კი პრაქტიკას ვასწავლით. მოთხოვნაც  დიდია და ვაღიაროთ, რომ ქართულ რეალობაში ძალიან ჭირს კარგი ოპერატორები.

მათი გადამზადება ხდება ჩვენთან, ვაძლევთ საერთაშორისო მნიშვნელობის დიპლომს, რომლის წარდგენაც მსოფლიოს ნებსიმიერ ქვეყანაში შეუძლიათ და რომელიც ადასტურებს, რომ ამ ადამიანმა იცის მძიმე ტექნიკის მართვა.

- „ელიტ მოტორსის“ მიერ შემოტანილი ტექნიკა არის თუ არა ის შემთხვევა, როცა ძვირი ნიშნავს მაღალხარისხიანს?

- დღეს ბაზარზე ჩვენი კომპანიის მიერ შეთავაზებული ტექნიკა ძვირია, თუმცა საუკეთესო ტრენდები გვაქვს არჩეული და ხალხიც ნელ-ნელა სწავლობს, რატომ უნდა გადაიხდოს ტექნიკაში ძვირი, რათა შემდეგ მისი შენახვა ნაკლები დაუჯდეს.

კომპანია „ელიტ მოტორსის“ სპეციალური სიმულაციური მანქანებით, მძიმე ტექნიკის ოპერატორთა სწავლისა და გადამზადების პროცესი, ბევრად ეფექტური და მიზანზე ორიენტირებულია.

2014 წელს, კომპანია Elite Motors -სა და ORYX-ის თანამშრომლობით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა მძიმე ტექნიკის მართვის შესწავლას, რაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევების შედეგად შემუშავებული სიმულატორითა და კვალიფიციური ტრენერის დახმარების საშუალებით.

ოპერატორის მოსამზადებელ ცენტრში შესაძლებელია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ოპერატორების გადამზადება.

ინფორმაციისთვის:

კურსში მოცემული პროგრამები მოიცავს სხვადასხვა სახის სავარჯიშოებსა და გამოცდებს, რომელთა შედეგებიც ემყარება ORYX-სა და VOLVO-ს ინჟირნების მიერ გამოკვლეულ სტატისტიკას.

თითოეულ სავარჯიშოს აქვს თავისი ზღვრული ბარიერი, რომლის დაძლევის შემდეგაც ოპერატორი გადადის უფრო მაღალი დონის სავარჯიშოზე, რაც განაპირობებს ოპერატორის უნარ-ჩვევების მუდმივ განვითარებას.

ოპერატორი შეისწავლის:

  • უსაფრთხოების საკითხებს
  • მანქანის აგებულებას
  • მართვის ფუნქციების სინქრონიზაციას
  • სწრაფ მანევრირებას
  • სიზუსტეს
  • მანქანის დინამიკას და ბალანსის შეგრძნებას
  • სხვადასხვა სახის გრუნტთან მუშაობას
  • სხვადასხვა ზომის ციცხვთან მუშაობას
  • სხვადასხვა ზომის ტვირთგადამზიდის დატვირთვას
  • ჰიდრავლიკური ჩაქუჩის გამოყენებას
  • ტრანსპორტირებისთვის გადამზიდზე უსაფრთხო დატვირთვას
  • სხვადასხვა ზომის თხრილებისა და დაბრკოლების უსაფრთხოდ გადალახვას
  • ქვის სამსხვრევთან მუშაობას
  • მბრუნავი ციცხვით მანევრირებას

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის მიღებისას „ელიტ მოტორსი“ გაგიწევთ რეკომენდაციას საქართველოს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება