მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
19 ნოემბერს, ტყემლოვანის საჯარო სკოლაში შემოდგომას მიუძღვნა ღონისძიება, რომელშიც მთელი სკოლა იყო ჩართული.
„წელიწადის დროებში ყველაზე მეტად შემოდგომა გამოირჩევა თავისი ულამაზესი ფერებით. ყოველდღე ამატებს თითო ფერს ბუნება, თითქოს მხატვარია და ულამაზეს ნახატებს გვთავაზობს. წელიწადის ეს დრო განსაკუთრებიულია ფერთა სიუხვით“, - გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ნამდვილი დღესასწაული გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ნიჭი და შესაზლებლობები წარმოაჩინეს.
„ყველა კუთხის ნობათი, ჩაცმულობა და კერძები იწონებდა თავს. ხილისა და ბოსტნეულისაგან დავამზადეთ ნაკეთობები და გამოვფინეთ. მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ფოლკლორული ნიმუშები: ცეკვები, სიმღერები და ლექსები. მაყურებლებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები. ღონისძიებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა მნახველზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები