მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკა, თავის აქტიურ მკითხველებთან - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის სკოლის მესამეკლასელებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებით შშმ ბენეფიციართა დღის ცენტრ „სიკეთეს“ ესტუმრა.
მადლიერების კვირეულთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებით, მოსწავლეებმა ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ცენტრის ბენეფიციარებს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელმა - ქეთინო ფულარიამ.
მე-3 კლასის დამრიგებელმა, ქალბატონმა ნატალია სახოკიამ იქ დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ყველას ვისაც ღონისძიების განხორციელებაში მიუძღვის წვლილი.
„დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს პატარებთან ერთად წილად მერგო სენაკის ბენეფიციარებთან შეხვედრა, მოფერება და ერთი დღის გალამაზება...
დიდი მადლობა სათნოების სახლის - „იმედის“, მის სულისჩამდგმელს ქალბატონ ლელა ოდიშარიას, სენაკის საბავშვო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს - ნინო გვასალიას ...,
„სიკეთე გადამდებია“ მეც ჩემს პატარებთან ერთად შევძელი დასახული მიზნის მიღწევა, ვაჩუქეთ და გავუფერადეთ ერთი დღე, დავანთეთ სიკეთის ლამპარი, რომელიც მარადიულად გაანათებს სამყაროს და ჩვენი პატარების გულს...
დიდი მადლობა მშობლებს ასეთი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის... მეიმედებით“, - აღნიშნა ნატალია სახოკიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები