სიახლეები
სკოლები

ქორეთის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სპორტულ შეჯიბრებებში დიდ წარმატებას მიაღწიეს
25-11-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ხშირად ერთვებიან, მათ შორისაა სპორტული ღონისძიებებიც.

სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ კალათბურთის (3×3) შეჯიბრში მონაწილეობდნენ. ვაჟთა შორის გამართულ ტურნირს სავანის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ფინალური შეხვედრა მასპინძელსა და ქორეთის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. დაძაბულ შეჯიბრში პირველი ადგილი სწორედ  ქორეთის საჯარო სკოლამ დაიკავა. შემდეგი ეტაპი საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით რეგიონალური ასპარეზობაა.

ძალიან საინტერესოდ წარიმართა ტურნირი გოგონათა შორის. გამოიკვეთა რამდენიმე პერსპექტიული მოთამაშე. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს საჩხერის პირველი საჯარო სკოლისა და ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ, ქორეთის გუნდმა ამ შემთხვევაშიც, პირველი ადგილი მოიპოვა. შემდეგი ეტაპი იმერეთის რეგიონში გადაინაცვლებს.

გუნდებმა მოიპოვეს სიგელები, დიპლომები და თასები. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„წარმატებები მუდამ ყოფილიყოს თქვენი შრომის შედეგი!
ქორეთის სკოლაში კვლავ გულმოდგინედ მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა. სწორედ ამის უტყუარი დადასტურებაა სპორტის კათედრის (ხელმძღვანელი მურადი ფარქოსაძე) სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დროს. 
დიდი მადლობა სპორტის მასწავლებელს - მურადი ფარქოსაძეს და მის მოტივირებულ მოსწავლეებს ამ მიღწევებისათვის. გისურვებთ რეგიონალურ ტურნირზე გამარჯვებას“,- წერია სკოლის მისალოც წერილში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება