კერძო სკოლა „დავითიანმა“ ჩეხეთის სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო
25-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანი“ განსაკუთრებით აქტიური და გამორჩეული სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს.
სკოლისთვის მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილება და თანამედროვე მიდგომებისთვის ფეხის აწყობა.
ამჯერად, „დავითიანსა“ და ჩეხეთის რესპუბლიკის ჰავლიჩკუვ ბროდის სკოლა „ჰავლიჩკუვ ბროდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია:
ჩეხ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის, ასევე ორივე ხალხის კულტურული და სულიერი ფასეულობების გაცნობა, მეგობრობის დამყარება;
დამყარდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა და გაცვლითი პროგრამები ზემოთ აღნიშნულ სკოლებთან, თემის ახალგაზრდებთან;
ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ურთიერთმოქმედებენ, როგორც საავტორო უფლებების ექსპერტები საგანმანათლებლოო დაკულტურულ პროგრამებში;
ქმნიდნენ და ადგენენ ერთიან ელექტრონული კულტურულ და საგანმანათლებლო მასალებს;
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ორგანიზებას უწევენ ახალგაზრდების, პედაგოგების მიღებას;
მასწავლებელთა გაცვლით ყოფნის (დარჩენის) ორგანიზება.
„მეგობრებო, კეთილის მსურველებო, სიკეთის და სიყვარულის მოტრფიალეებო, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მორიგი სიახლე, სიხარული! განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მაგდა ლისკა-ფურცელახეს, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს - ტომას ლისკასა და სიმონა ვოჟიცკას შეხვედრის ორგანიზებისთვის.
წინ საინტერესო, ნაყოფიერი, სასიკეთო ურთიერთობა გველის“,- აღნიშნავს „დავითიანის“ დირექტორი მარინა გორშკოვა.