მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, IV-V-VI კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „კოლაჟის სამყაროში“ გამოფენა მოაწყვეს.
გამოფენა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი მარინა მამცელიძე გახლავთ. კლასის ხელმძღვანელები - ნანა ჩოხელი, ნანა სვანიძე და სალომე ბექაური არიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს