მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ფიფიას ინიციატივით, მოსწავლეები ოჯახის ექიმ ნანა ცაავას შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. აღნიშნულ თემაზე მომზადდა პრეზენტაციაც, რომელმაც ღონისძიება უფრო შთამბეჭდავი გახადა. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა.
ექიმის საინტერესო საუბარში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები. მათ დასვეს შეკითხვები და მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.
ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად დაიგეგმოს.
„მოსწავლეები, კლასების ხელმძღვანელები და ქალბატონი ნანა ამ თემაზე კვლავაც გააგრძელებენ საქმიანობას სხვდასხვა აქტივობებით. მადლობა ნანა ექიმს საჭირო, საინტერესო და შინაარსიანი საუბრისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს