მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები და პედაგოგები არაერთ საინტერესო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლის დირექტორის - მაია ამიროვას პროფესიონალიზმია. ის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნავს და ხელს უწყობს, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ. ამ ყველაფრის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge-მ მაია ამიროვას მიანიჭა.
წარმატებულ დირექტორს დიპლომი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომბლობისთვის გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბაზაქლოს საჯარო სკოლა, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენ გვერდით დგას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს