სიახლეები
სიახლეები

მიმდინარე სასწავლო წლის გარდა, რომელი წლის აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტებით შეძლებენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას?
27-11-2022
-
+


სამინისტრომ უკვე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია გაწერილი. მართალია, ცვლილება ჯერ კანონში ოფიციალურად არ ასახულა, თუმცა პედაგოგებმა უკვე იციან, თუ რა არის საჭირო სტატუსის ასამაღლებლად.

დოკუმენტში განმარტებულია, რა კომპეტენციას უნდა ფლობდეს წამყვანობის ან მენტორობის მსურველი პედაგოგი. ასევე მითითებულია ის შესაძლო მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებელია, მასწავლებელმა პროფესიულ საქაღალდეში, საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის შესაფასებლად წარადგინოს.

შეგახსენებთ, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველები სტატუსის ასამაღლებელ გამოცდას ორი წლის განმავლობაში ელოდნენ. მათ ამ პერიოდში პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის მასალა დაუგროვდათ. შესაბამისად, პედაგოგებს აინტერესებთ, დაშვებულია თუ არა პორტფოლიოში გასული წლის/წლების პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა? გარდა 2022-2023 სასწავლო წლისა, რომელი წლის აქტივობების ამსახველი დოკუმენტებით შეძლებენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას?

პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში განმარტებულია, რომ „პორტფოლიოში მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა განთავსდეს“. აქედან გამომდინარე, თუ რომელი წლის პრაქტიკული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტებით შეძლებენ მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას, ინდივიდუალურია.

ცნობისთვის, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები წარდგინოს, რომლებიც შესაბამისი კომპეტენციების ფლობას ოთხი მიმართულებით დაადასტურებს. ეს მიმართულებებია: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ  და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.

მასწავლებელი სტატუსის ამაღლებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ოთხი მიმართულებიდან ოთხივე დადებითად შეუფასდება.


იხილეთ ასევე: კვლევა და პროექტები სტატუსის ასამაღლებელ კომპონენტებად რჩება - რა ევალებათ წამყვანობის მსურველებს?

პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება