კვალითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიებით დაემშვიდობნენ
27-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში საშემოდგომო აქტივობები გაიმართა.
სკოლაში შექმნილი გარემო და შესაბამისი დეკორაცია საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ამჯერად, შემოდგომა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გააცილეს, თემატურად გამოწყობილმა პატარებმა საინტერესო ნომრები შეასრულეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, რაც მასში ჩართული თითოეული მოსწავლისა და პედაგოგის დამსახურება იყო.
სკოლაში მოსწავლეები დამრიგებლებს - ინგა ჭანტურიძეს, ნინო გოგიაშვილს, ირა ხუსკივაძეს, თამრიკო შავერდაშვილს, დირექტორის მოადგილე - მარი ჯანიაშვილსა და მუსიკის პედაგოგ თამუნა თურმანიძეს მადლობას უხდიან.
„დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლამაზი დღე აჩუქეს სკოლას, ვუსურვებთ მრავალი ლამაზი და ხვავრიელი შემოდგომის ნახვას მათ ოჯახებსა და მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.