მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
მათ შორის კომპლექსურ დავალებებზე ხალისით და აქტიურად მუშაობენ სკოლის მესამეკლასელები. ამჯერად, მათ განახორციელეს კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შეავსეს ვარაუდების ღრუბლები და კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით დაამუშავეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ჭკვიანი ძაღლები“. პარალელურად იმუშავეს უცხო სიტყვებზე, გახდნენ სიტყვების გამომძიებლები. მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა ნახეს „ტელესკოლის“ გაკვეთილი, უყურეს მულტფილმს „ბალტო", რის შემდეგაც ვენის დიაგრამის გამოყენებით იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „ჭკვიანი ძაღლები“ და მულტფილმი „ბალტო“ შეადარეს.
ბოლო ეტაპზე შეავსეს მოვლენათა ჯაჭვი, რაც, როგორც დაეხმარათ შემდგომ ეპიზოდის დაწერაში, რასაც კომპლექსური დავალება მოითხოვდა. ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია და მიიღეს დიდი მოწონება.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ უკვე 2 წელია, რაც აქტიურად ვახორციელებთ კომპლექსურ დავალებებს სხვადასხვა საგანში, ბავშვებს ძალიან მოსწონთ მუშაობის პროცესი, ისინი დიდი მონდომებით ასრულებენ თითოეულ დავალებას“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი, ელზა რაისიანი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრაქტიკული რჩევები ბაღის პედაგოგებისა და მშობლებისთვის - ბავშვებში სურსათის გადაცდენის რისკის შესამცირების გზები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა პედაგოგებს ნინო გაგოშიძეს, მერი ცქიფურიშვილს, მეგი ტაბატაძესა და ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს“