მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
„ოქროსფერი შემოდგომის“ მიმდინარეობაში I-V კლასების მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და სპექტაკლი - „კნაწა პაპა და კნიწა ბებო’’ - თაგუნების საშემოდგომო თავგადასავალი წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეებსა და ღონისძიების მომზადებაში აქტიურად ჩართულ მასწავლებლებს, კლასის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
„პატარების ნიჭიერებამ და სილაღემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობაში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, საგანმანათლებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა
„მადლობა პედაგოგებს ნინო გაგოშიძეს, მერი ცქიფურიშვილს, მეგი ტაბატაძესა და ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს“