ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
28-11-2022
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩერთნენ.
სკოლიდან მეორე ეტაპზე ოთხი მოსწავლე გადავიდა, მათგან ყველაზე მაღალი ქულა მე-9 კლასის მოსწავლე, ცოტნე ტერუნაშვილმა აიღო და 90 ქულით, ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონის“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში გორს წარმოადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრება სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.