წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი გელათის აკადემიის შენობაში ჩაუტარდათ
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეებს საინტერესო გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.გაკვეთილი საგანში - ჩვენი საქართველო, მასწავლებელ იზოლდა ჯანგავაძის ხელმძღვანელობით, გელათის აკადემიის შენობაში ჩატარდა. მისი თემა „წმინდა მეფე დავითი - აღმაშენებელი ქვეყნისა“ იყო.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა გელათის აგრო სახლის ეთნო მუზეუმში შემოდგომის საღამო გამართეს. ბუხრის პირას ერთმანეთს მხატვრული სიტყვა, სიმღერა, ცეკვა, ჭადრაკი და ლოტო ენაცვლებოდა. ადგილზე მასწავლებლები ქეთევან რატიანი, დოდო ხაჩიძე, მანანა წულაია იმყოფებოდნენ.
მშობელთა ხელშეწყობით, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, მოადუღეს თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები, დააცხვეს მჭადები კეცზე, გააკეთეს ელარჯი და მხიარულად გააცილეს შემოდგომა.
V
გ კლასის ისტორია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის აქტიურობით, დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ხელშეწყობით, იწერება.
„საოცრად შინაარსიანი და სასიამოვნო წუთებით აღსავსე დღე V
გ კლასის მოსწავლეებისთვის (დამრიგებელი მ.წულაია).
მოსწავლეებმა, სიმბოლურად, ესტაფეტა აიღეს სამშობლოს ისტორიის გასაცნობად.
საინტერესო აქტივობებით ბედნიერი ბავშვების, მადლიერი მშობლებისა და მასწავლებლების გულთბილი სიტყვები ათბობდა ყველას შემოდგომის ბოლო კვირის ამ ცივ, წვიმიან დღეს.
ხვალიდან საშობაო მარხვისთვის იწყებს სამზადისს ქრისტიანული სამყარო. დილით, გელათის მონასტრის წირვის მადლს საღამოს მოწამეთის მონასტრის მწუხრის ლოცვის მადლიც დაემატა. სამშობლოსთვის წამებული დავით და კონსტინტინე მხრიძეების საინტერესო ისტორიაც მოისმინეს და ლოცვა აღავლინეს საჯანმრთელოდ.
მადლობა საოცარად ერთგულ და მზრუნველ მშობლებს, რომლებიც ,,საერთო შვილების" მზრუნველობაში ერთმანეთს ეცილებოდნენ - ეს მათი ნიშაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: