მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, ხელოვნების მასწავლებელი მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობს.
ხელოვნების პედაგოგმა, მაია ფხაკაძემ კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა მოსწავლეებს. ამ აქტივობის წინაპირობა ონლაინ გამოფენა გახლდათ, სადაც მშობლებმა, პედაგოგებმა და თავად მოსწავლეებმა შეაფასეს ნამუშევრები.
სკოლის ფოიეში მოეწყო გამოფენა თემაზე - „მშვიდობა მსოფლიოს!“. მოსწავლეებმა გამოფენისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეების ნაშრომებში გამოვლინდა შემოქმედებითი ნიჭი.
პედაგოგმა მხატვრული ლიტერატურით დაასაჩუქრა ღონისძიების მონაწილე ყველა ბავშვი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობაში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, საგანმანათლებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა