მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
22 ნოემბერს, VIბ კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების - „ჩრდილების თეატრი“ პრეზენტაცია;
მოსწავლეებმა მოამზადეს საგამოფენო ნამუშევრები, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა ზღაპრისა და ბალეტის პერსონაჟების ჩვენება, წარმოადგინეს ინფორმაციები ჩრდილების თეატრის წარმოშობის შესახებ, დაამზადეს პლაკატები, აჩვენეს ჩრდილების თეატრის პერსონაჟები, ასევე გააკეთეს პრეზენტაცია ელექტრონული ვერსიის სახით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ