სიახლეები
სკოლები

თბილისის N132 სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
28-11-2022
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე იყო, რასაც სკოლაში აქტივობები მიეძღვნა.

აქტივობები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ინგა ამირჯანოვასა და ამავე სკოლის სოციალური მუშაკების ორგანიზებით, ჩატარდა. 

სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება, სადაც აღწერილი იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ინფორმაცია, გაიმართა დისკუსია, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ, მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი და ცოდნა ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრისას განხილულ იქნა ძალადობის სხვადასხვა შემთხვევები. მოსწავლეებმა იმსჯელეს ძალადობაზე რეაგირების მექანიზმებზე. შეხვედრა წარიმართა სამ ეტაპად, დასწრება იყო ნებაყოფლობითი. მას VII, VIII, IX, X კლასების, დაახლოებით, 50 მოსწავლე ესწრებოდა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ინგა ამირჯანოვამ VII, VIII. IX, X კლასებში ჩაატარა გაკვეთილი-ლექცია თემაზე - „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ“. ქალთა უფლებებზე მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და ნახატები მოამზადეს, რომლებიც შემდგომ სასკოლო სივრცეში გამოიფინა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა, სურვილის მიხედვით, ესსეები წარადგინეს.

სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდა მსვლელობა, რომელშიც სოციალური მუშაკები, მასწავლებლები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მსვლელობისას მოსწავლეებს თან ჰქონდათ საკუთარი ნახატები, სადაც გამოხატავდნენ სოლიდარობას ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ და აფიქსირებდნენ საკუთარ აზრს - არა ქალთა მიმართ ძალადობას!

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, მომზადდა ორი ვიდეორგოლი და ფოტომასალა, ერთ-ერთი მათგანი მსვლელობის ამსახველ კადრებს შეიცავს, ხოლო მეორე ვიდეორგოლში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებმაც პოზიცია - არა ძალადობას!, თავიანთ მშობლიურ ენაზე დააფიქსირეს. 

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ !

„სკოლისთვის ბავშვის მომზადება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული“

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პასუხი

კლასების გაყოფა საგნების მიხედვით - ეროვნული სასწავლო გეგმა

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს



ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება