მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო ღონისძიება სახელწოდებით - „ოქროსფერი შემოდგომა“.
ღონისძიება მასშტაბური იყო და მასში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
ბავშვებმა უპირველეს ყოვლისა მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე, გამოფინეს ნახატები, წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და უამრავი საინტერესო აქტივობით გაილამაზეს დღე.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული თითოეული კლასის დამრიგებელი და, რა თქმა უნდა, მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს და პედაგოგებს ღონისძიების წარმატებით ჩატარება მიულოცა და მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ქიშვარდი გორგოშაძემ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას