მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, III კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი „მე და საზოგადოებაში“.
საგაკვეთილო პროცესს პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.
„მე და საზოგადოებაში“ ერთ- ერთი თემის - „ჩემი უფლებები ოჯახში“ შესწავლის შემდეგ, III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად განახორციელეს საინტერესო აქტივობები.
უპირველეს ყოვლისა შეისწავლეს მოსწავლის უფლებები ოჯახში. ამის შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ მისთვის ყველაზე საინტერესო უფლებები გადაიტანა გულის ფორმის ფერად ფურცლებზე და წარადგინა კლასის წინაშე. თითოეული უფლების პრეზენტაცია იყო საინტერესო, რადგან მოსწავლეებმა თავად ისაუბრეს თუ როგორ ესმით და ხსნიან მათ უფლებებს ოჯახში.
„აღნიშნული აქტივობა განუვითარებს მოსწავლეებს, საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმის უნარს და ასაკის შესაბამისად ეთიკის და ზნეობრივი ღირებულებების გამომოშავებაში დაეხმარება“, -აღნიშნავს სალომე ლორთქიფანიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას