მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ნინო ბერიანიძე:
პროექტი „ეტალონი“ წლების განმავლობაში ტარდება და გორის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი ხანია პროექტი მიმდინარეობს, ის მოსწავლეებში აქტუალობას არ კარგავს. ამასთან, გეტყვით, რომ ჩემპიონატი ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გამოვლენას როგორც საგნობრივი, ისე ზოგადი განათლების კუთხით.
ძალიან მიხარია რომ შესარჩევ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის 60 სკოლიდან 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფინალში პირველ, მეორე და მესამე ადგილი გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. გეტყვით იმასაც, რომ გორის მერია ყოველთვის უჭერდა მხარს და მომავალშიც გააგრძელებს პროექტის ხელშეწყობას.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი:
საგანმანათლებლო რესურსცენტრებს დიდი როლი აქვს მოსწავლეთა არაფორმალური განათლების განვითარების მიმართულებით და მხარს უჭერენ მოსწავლეებს მსგავს აქტივობებში. რაც შეეხება „ეტალონს“, ეს არის პროექტი, რომელიც მოსწონთ მოსწავლეებს და აქტიურად ერთვებიან მასში.
„გორის ეტალონი მოსწავლე“ ზაზა აბისონაშვილი:
პირველად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა. ძალიან მომეწონა, რომ კითხვები არ იყო ერთი კონკრეტული საგნიდან ან მიმართულებიდან, საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი შეკითხვები მოდიოდა და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება გამარჯვებას, ნამდვილად მოულოდნელი იყო, მინდოდა რომ საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა, ამ მიზნით მივიღე მონაწილეობა და ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვე.
გორის N12 საჯარო სკოლის „ეტალონის პედაგოგი“ ხათუნა გვრიტიშვილი:
პროექტს დადებითად შევაფასებ, ძალიან საინტერესოა მოსწავლეებისთვის მასში მონაწილეობის მიღება. იგი ამაღლებს მათ მოტივაციას და აფასებს ცოდნას. სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ვარ და ამიტომ აქტიურად ვარ ჩართული ყველა იმ პროექტში რომელშიც სკოლა მონაწილეობს და მინდა გითხრათ, რომ ზაზა ძალიან ჭკვიანი აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეა. ყოველთვის ცდილობს საგანმანათლებლო ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღებას და მისი გამარჯვება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
ასევე იხილეთ:
2022 წლის „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - გორი
გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.