მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი:
„ეტალონი“ გამორჩეული და განსაკუთრებული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მოსწავლეების განვითარებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენაში. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ, „ეტალონის“ მეგობარი მუნიციპალიტეტი ვართ, მხარს ვუჭერთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებაშიც დიდი მხარდაჭერა აქვს პროექტს, რომელსაც არაერთი ბედნიერი დღე უჩუქებია მოსწავლეებისთვის.
ვისურვებდი, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცეს, არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. როგორც იცით, ხარაგაულის მასშტაბით პირველ სამეულს სხვადასხვა წამახალისებელი საჩუქრები გადაეცემათ, ეს ერთგვარი მოტივაცია და მხარდაჭერაა ჩვენი მხრიდან და მომავალშიც კვლავ მრავალფეროვანი აქტივობებით შეევეცდებით, რომ პროექტს გვერდში ამოვუდგეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვალერი ჭიპაშვილი:
ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ პროექტ „ეტალონის“ ჯგუფთან და მის ხელმძღვანელთან,ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, რომ სატელევიზიო სივრცესაც უნდა დაუბრუნდეს პროექტი. ბატონი გოჩა ნამდვილად მამულიშვილურ საქმეს აკეთებს და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, წლებია, პროექტს არა როგორც მხოლოდ თანამდებობის პირი, არამედ როგორც პიროვნება, ისე ვგულშემატკივრობ, ვხედავ, რამდენად დიდი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული.
ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია და ჩვენც, ყველანაირად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ პროექტში მათ ჩართულობას. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, წლებია პირველი სამეული ჯილდოვდება სხვადასხვა პრიზებით და ამ ტრადიციის დარღვევას არც წელს ვაპირებთ.
ხარაგაულის მერიის წარმომადგენელი ინგა ბერაძე:
თითქმის 10 წელია ხარაგაულის მერია „ეტალონის“ მეგობარია და ნამდვილად გვეამაყება ეს მეგობრობა. „ეტალონი“ ნამდვილად არის ყველაზე ეროვნული პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა განათლებისა და მოტივაციის მიმართულებით.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ყოველწლიურად გვეხმარება ახალი სახეების აღმოჩენაში, იმ გამორჩეული მოსწავლეების პოვნაში, რომლებიც მარგალიტებივით არიან მიმობნეული ჩვენს სოფლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსება, რომელიც პროექტს აქვს, ის არის, რომ არ უშინდება დაბრკოლებებს, ყოველთვის სიახლეებს გვთავაზობს და ფეხს უწყობს თანამედროვეობას. „ეტალონმა“ შეძლო, პანდემიის პირობებში პროექტის წრამატებით განხორციელება და ჩემპიონატის ფორმატი ბოლომდე მოარგო ონლაინ სივრცეს. ვთვლი, რომ პროექტი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გადალახო ყველა დაბრკოლება, რომ მუდმივად უნდა ვითარდებოდე და არასდროს უნდა ჩერდებოდე. რომ მთავარი სურვილი და მონდომებაა და ყველაფერი შესაძლებელია. პროექტის განვითარებას სატელევიზო სივრცეში არსებობის პერიოდიდან ვადევნებ თვალს და მიმაჩნია, რომ ნამდვილად გამორჩეული პროგრესი აქვს.
ერთადერთი სურვილი, რომელიც პროექტთან დაკავშირებით მაქვს ის არის, რომ დაუბრუნდეს ღია სივრცეს, რადგან „ეტალონის“ ყოველი ჩამოსვლა ზეიმი იყო მოსწავლეებისთვის და არ გვინდა ეს ზეიმი მოაკლდეთ მოსწავლეებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე:
ძალინა მიხარია, რომ როგორც იქნა პანდემია დასრულდა და დავუბრუნდით ნორმალურ სასწავლო გარემოს, თუმცა „ეტალონის“ სასახელოდ უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პირობებშიც პროექტმა შეძლო, მოსწავლეებისთვის შესაბამისი პლატფორმის შეთავაზება და ონლაინ ფორმატში ჩემპიონატის გამართვა. წელსაც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები მოსწავლეები, ყველა სკოლა მონაწილეობდა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ საკმაოდ მაღალი შედეგებიც ჰქონდათ ხარაგაულის მოსწავლეებს რისთვისაც როგორც მათ, ასევე სკოლებს მადლობა გადავუხადე.
რაც შეეხება გამარჯვებულს, ვიცი რომ ძალიან მოწესრიგებული, ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდაა. ზოგადად მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია ეს პროექტი, რადგან პრაქტიკულად აჯამებენ და კიდევ ერთხელ კითხულობენ და იმეორებენ იმ საკითხებს, რომელიც ისწავლეს. ეს კი მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის და ცოდნის განმტკიცებისთვის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვახანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ინასარიძე:
სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია ნიკოლოზის გამარჯვება, იგი ჩვენი სკოლის „ეტალონი“ მოსწავლეა და ნამდვილად იმსახურებდა „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ხარაგაულის მასშტაბით საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს მოსწავლეებმა და ეს ერთის მხრივ „ეტალონის“ დამსახურებაც არის.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ არსებობა აუცილებელია, იგი ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლისადმი დამოკიდებულებაზეც დადებითად აისახება. ჩემპიონატში ყველაზე მეტად მომწონს კითხვების პრინციპი,რომელიც ყველა საგანს მოიცავს დ ავლენს მოსწავლის ზოგად განათლებას, ცოდნას, მათ ლოგიკურ და სააზროვნო უნარებს, ეს კი მნიშვნელოვანია.
„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ ნიკოლოზ არევაძე:
გამარჯვება ძალიან გამიხარდა, სიმართლე გითხრათ განსაკუთრებულად ვემზადებოდი, ვიცოდი როდის გაიმართებოდა „ეტალონი“ და შესაბამისად დროც მქონდა ამისთვის. მინდოდა, რომ ჩემი შედეგი გამეუმჯობესებინა, რასაც საბოლოოდ მივაღწიე კიდეც. მეორედ მივიღე მონაწილეობა „ეტალონში“ და „ხარაგაულის ეტლონი მოსწავლის“ სტატუსიც მოვიპოვე. ყველაზე მეტად რაც მომწონს ის არის, რომ კითხვები თითქმის ყველა საგნიდან მოდის, განსხვავებული მიმართულებებია და ეს საკმაოდ საინტერესოა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა