მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პროექტებით სწავლება ახალი სასწავლო წლიდან შეეხოთ სკოლებს და მოიცვა სამოქალაქო განათლების, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილები.
ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩიქობავამ განმარტა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, პროექტებით სწავლება არ შეფასდება, თუმცა უკვე განსაზღვრულია, რომ სემესტრში ერთი პროექტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა. რაც შეეხება შეფასებას, ჩიქობავამ განმარტა, რომ „განმავითარებელი შეფასება აუცილებელია, შეიძლება სამომავლოდ ჩათვლა იყოს, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა იდეა გვაქვს:
უნდა შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდები - გვინდა, გაიზარდოს სკოლის როლი და უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად შევიდეს მოსწავლის ერთგვარი პორტფოლიო, მისი სოციალური აქტივობა.
მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ 5-10 პროცენტიანი წილი, სასურველია, ჰქონდეს; მოსწავლის პორტფოლიოს კეთება უნდა დავაწყებინოთ მასწავლებლებს“;
კითხვაზე, თუ როდიდან შეიძლება დაინერგოს ეს სიახლეები, მარიამ ჩიქობავა ვადად, დაახლოებით, სამ წელს ასახელებს:
„სამ წელიწადში, წესით, გამოცდების ახალი სისტემა უნდა დაიდოს და იქ უკვე გვინდა, რომ მოსწავლის პორტფოლიოს რაღაც წილი ჰქონდეს“.
იქნება თუ არა პორტფოლიო გარკვეული ბენეფიტი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის? - ჩიქობავა აცხადებს, რომ სურთ უნივერსიტეტებთან წარიმართოს მოლაპარაკება ამ მიმართულებით და მომავალმა სტუდენტებმა ახსნან საკუთარი აქტივობები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.