მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთნდობაა, - ამის შესახებ მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული.
სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში განმარტებულია, რა როლი აქვს მასწავლებლების ერთმანეთისადმი ურთიერთობასა და მხარდაჭერას მათ პროფესიულ წინსვლაზე.
„აუცილებელია ურთიერთობები დამყარებული იყოს ნდობასა და მხარდაჭერაზე. პროფესიული განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლების განვითარებაზე და არა მათი შესაძლებლობების ლიმიტების ხაზგასმაზე. ამიტომ, პროფესიული განვითარების პროგრამები არ უნდა იყოს ორიენტირებული დროში ხანმოკლე მტკიცებულებების კონსტანტირებაზე. სკოლაში უნდა მოქმედებდეს ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს მიღწევებისა და დახელოვნების მენეჯმენტი, სასკოლო საზოგადოების წევრები კი უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას ხარისხიან განათლებაზე“, - აღნიშნულია მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში.
აქვე საუბარია, თუ რა არის საჭირო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის სისტემის პრინციპის სრულყოფილად შესასრულებლად:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.