მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თუ საზეიმო-კულტურული ღონისძიებები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, შთამბეჭდავი ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ციხიის საჯარო სკოლაში უკვე ათეული წელია ტრადიციად იქცა გვიანი შემოდგომის აღნიშვნა. წელსაც მთელი სკოლა გაერთიანდა და ჩაერთო ამ ღონისძიების ფრთების შესხმაში.
მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და კიდევ ერთი სასიამოვნო დღე დარჩა სკოლის ისტორიას.
დირექტორმა, ეკა აბესაძემ, ღონისძიების ინიციატორ პედაგოგებს - ლია ობოლაძესა და ცირა კაკუშაძეს მიულოცა ღონისძიების წარმატებით წარმართვა. აღნიშნა მოსწავლეთა შემართება, გუნდური მუშაობის ნაყოფიერი შედეგი და წარმატება უსურვა.
წელს, შემოქმედებითი სიახლეც გამოიკვეთა „2022 წლის შემოდგომის ჩარჩო“, რომელიც მე-9 კლასელმა არჩილ ჩუბინიძემ მეგობრებთან ერთად შექმნა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას