მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოდან პოლონეთში ერთკვირიანი ვიზიტით რესურსცენტრებიდან 14 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. მათ შორის წალენჯიხის რესურცენტრის წამომადგენელი - ლირა ღურწკაია. კონკრეტულად სამეგრელოდან, ასევე იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები და ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი.
ვიზიტთან დაკავშირებით ''Etaloni.ge'' წალენჯიხის რესურცენტრის ხელმძღვანელს - ლირა ღურწკაიას გაესაუბრა.
რას ითვალისწინებდა, ქალბატონო ლირა, აღნიშნული პროგრამა?
პროგრამა ითვალიწინებდა საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას. ეს იყო სასწავლო პროგრამა. სკოლამდელი განათლების ორგანიზაცია პოლონეთში - მიღწევები და გამოწვევები.
სულ რამდენ ქალაქში იყავით და რა ტიპის შეხვედრები გქონდათ?
ვიყავით ორ ქალაქში: ვარშავაში და ლომჟაში, სადაც გვქონდა ინტეგრაციულ-ინფორმაციული შეხვედრები და პროგრამის პრეზენტაცია. მონაწილეებმა მოლოდინები გავუზიარეთ ერთმანეთს.
როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი. იმდენად პოზიტიურად დატვირთულები ჩამოვედით. გავეცანით განათლების პოლიტიკას სკოლამდელ განათლებაში. სკოლამდელი კლასები, ალტერნატიული ჯგუფები, სკოლამდელი განათლება, ასევე გავეცანით სკოლების და ბაღების სივრცეს. საგანმანათლებლო კანონებსა და დებულებებს, ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ბოლოს გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა და ამ ვიზიტის განხილვა. თითოეულ მონაწილეს გადმოგვეცა სერფიფიკატები. ახლა ვცდილობთ იქაური მოდელის ჩვენთან გადმოტანას და დანერგვას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრა. როგორც პოლონეთის, ისე საქართველოს მხარეს.
დიდი სურვილი მაქვს ასეთი ვიზიტები კიდევ განმეორდეს და უფრო დიდი დროით. მინდა, რომ ასეთ პროგრამებში ჩაერთონ სკოლამდელი და სკოლის მასწავლებლებიც. ეს ძალიან კარგი იქნება.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის