სიახლეები
სკოლები

ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში ბებიებსა და ბაბუებს ღონისძიება მიუძღვნეს
17-04-2018
-
+


„თქვენ მოგიძღვნით ძვირფასებო ამ პატარა სიმღერას“ - ამ სლოგანით ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში მანანა შეყილაძემ სადამრიგებლო კლასში ღონისძიება გამართა, რომელიც ბებიებსა და ბაბუებს მიუძღვნა. 

როგორც თავად ორგანიზატორი გვიყვება, ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო, რადგან ის პირველად 25 წლის წინ ჩაატარა და მის მერე ყოველ გამოსაშვებ კლასთან ერთად ტრადიციად იქცა. 

„პირველად ზეიმი 25 წლის წინ ჩავატარე. მას შემდეგ ეს ჩემთვის ტრადიციად იქცა და ყოველ გამოშვებასთან ერთად ვაწყობთ. მინდა ჩვენმა პატარებმა გაითავისონ, რომ ბებიებისთვის და ბაბუებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების სითბო და თანადგომა. მათ სურთ დატკბნენ შვილიშვილების ცქერით და თავადაც გაიზიარონ. მინდა ბავშვებმა ისწავლონ მათი დაფასება, მოფერება და ცხოვრება გაულამაზონ თავიანთი სითბოთი, პატივი სცენ მათ ასაკს. გაუთბონ გულები თანადგომით.” - აღნიშნა მასწავლებელმა.  

მოსწავლეებმა იქ დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით ბებიებსა და ბაბუებს უმღერეს, უცეკვეს, უთხრეს რომ ისინი ძალიან უყვართ, უყვართ მათ მიერ მომზადებული კერძები, მათი ტკბილი მოფერება, გადასცეს საკუთარი ხელით მომზადებული სუვენირები „დათოვლილი ნაძვის ხეები“ და თავიანთი წარმოდგენით დახატული ბებიების პორტრეტები.  

ღონისძიებას განსაკუთრებული მხიარულება შესძინა რეტრო ნომერმა, ბებიებისა და ბაბუების ტანისამოსში მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში, კოსტიუმებში, სათვალეებსა და მაკიაჟში გამოწყობილმა პატარებმა.  

მოსწავლეებმა სტუმრები წარსულში ამოგზაურეს, დაუსვეს კითხვები მათი ბავშვობის შესახებ. 

დასასრულს, პატარებმა თოვლის ბაბუასგან საჩუქრებიც მიიღეს, ხოლო სტუმრებს ფინჯანი ჩაი ტორტთან ერთად მიართვეს.  

ღონისძიება დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა: 

„უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მანანა მასწავლებელმა ტრადიციად დანერგა ასეთი საღამოები, იწვევს ბებია-ბაბუებს და არის ეს საღამო უტკბილესი, ბებიებისთვის ეს დასამახსოვრებელი და უჩვეულო, ღონისძიებებზე მოდიან დედიკოები და მამიკოები და ეს უჩვეულობაც თავისებურ ხიბლს სძენს საღამოს, მოწვეულ სტუმრებში იყვნენ ბებიები და ბაბუები. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან მანანა მასწავლებლით, რომელმაც ასეთი ლამაზი და დასამახსოვრებელი საღამო აჩუქა მათ” - სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე.  

„ძალიან გახარებულები ვართ, დიდი მადლობა აღმზრდელს ასეთი ტკბილი, თბილი და კარგი განწყობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მომავალ თაობებს უნერგავს უფროსი ადამიანების პატივისცემას“ - ნათელა მიქელაძე, ბებია. 

„ქალბატონი მანანას ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ძალიან ლამაზი ღონისძიება გააკეთა, რომ უფროსი თაობა დავაფასოთ, უზომოდ გახარებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას” - როზა კიკვიძე,მშობელი. 

„ძალიან დიდი მადლობა მანანა მასწავლებელს ასე ლამაზად ორგანიზებული საღამოსთვის, ჩვენი დაფასებისთვის, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩვენი შვილებისთვის აკეთებს” - მაია შუკვანი, მშობელი. 

„დიდი მადლობა მოწვევისთვის, არც ვფიქრობდი, თუ მე გორიდან ჩამოვიდოდი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვიძღვენით“ - ნაირა გიუნაშვილი, ბებია. 

„უღრმესი მადლობა მანანა მასწავლებელს, უღრმესი მადლობა მშობლებს. მათი მხარდაჭერის გარეშე ეს ღონისძიება არ შედგებოდა, ყველას დიდი მადლობა“ - მაყვალა ფოლადიშვილი. 

„ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ საღამოზე, ძალიან დიდი მადლობა დირექციას და პირველ რიგში მანანა მასწავლებელს იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვიძღვნა” - ლენა გოგოლაძე, ბებია. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება